სალომე ზურაბიშვილი - მივდივარ რუსთაველზე არქიმანდრიტ დოროთეს მხარდასაჭერად - საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - მივდივარ რუსთაველზე არქიმანდრიტ დოროთეს მხარდასაჭერად - საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას

2025-12-15 20:37:08+04:00

საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას და მის საუკუნოვან თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას! , - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმოქმედების უფლების შეჩერებას.

მისი თქმით, არასოდეს დაიჯერებს, რომ პატრიარქი ეთანხმებოდეს უსამართლობას.

“მივდივარ რუსთაველზე არქიმანდრიტ დოროთეს მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად!

საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას და მის საუკუნოვან თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას!

არასოდეს დავიჯერებ, პატრიარქი ეთანხმებოდეს უსამართლობას!”, - წერს ზურაბიშვილი.