ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სთან მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, მნიშვნელოვანია, მშვიდობა ღირსეული იყოს - არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოვიდა ევროპაში ეს ომი და ვინ მოიტანა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სთან მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, მნიშვნელოვანია, მშვიდობა ღირსეული იყოს - არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოვიდა ევროპაში ეს ომი და ვინ მოიტანა

2025-12-15 20:58:46+04:00

აშშ-სთან მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანია-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სთან მოლაპარაკებები „მარტივი არ არის“.

„თუმცა, საუბარი პროდუქტიული იყო, ბევრი დეტალით და მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა ღირსეული იყოს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „ომის დასასრულებლად ღირსეული პირობების შესაქმნელად შეხვედრები და მუშაობაა საჭირო“.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოვიდა ევროპაში ეს ომი და ვინ მოიტანა იგი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.