პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება - Palitra News

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება

2025-12-16 09:22:14+04:00

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მის ფუნქციას კი აუდიტის სამსახური შეითავსებს. ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობდა, 2023 წელს ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციით შეიქმნა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ცვლილებები დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ ანტიკორუფციული ბიუროს არსებობას „ქართული ოცნების“ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ჰქონია. მათი მტკიცებით, ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წევრები კორუფციაში მხილებულნი არიან, შესაბამისად ბიუროს მუშაობა მხოლოდ კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა.