„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, იმ კანონების წინნაღმდეგ რომლის მიხედვითაც, რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასა და კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებათ. თუმცა ოპოზიციაში მოლოდინი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასანართლო მათ სარჩელს არ დააკმაყოფილებს, რადგან მათი შეფასებით, ხელისუფლებას ყველა ინსტიტუტი მიტაცებული აქვს. მათი მტკიცებით, “ქართულ ოცნებას” ოპონენტების პოლიტიკური ველიდან გაქტობა უნდა, რადგან ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დაამყაროს. ვიდრე ნაციონალური მოძრაობა სარჩელს შეიტანდა პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.