გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების გაცნობა და მისი შემცირებისკენ მიმართული პრაქტიკული მიდგომების წარმოჩენა. ღონისძიებების ფარგლებში განხილეს ჰაერის დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, არსებული გამოწვევები, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.