გივი მიქანაძე, 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის"გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო - Palitra News

გივი მიქანაძე, 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის"გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

2025-12-16 09:27:53+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძე, 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის"გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. მან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად, კონკურსის გრან-პრის მფლობელი და პირველ ადგილზე გასული პროექტის მონაწილეები სიგელებითა და პრიზებით დააჯილდოვა. გრან-პრისა და 10 000 ლარის მფლობელები გახდნენ პროექტის ავტორები: ,,ჭკვიანი მაგიდა-ორგა ნაიზერი უსინათლოთათვის’’. პირველი ადგილი და 5 000 ლარი ერგო პროექტს: ,,ხიდებისა და შენობების დეფორმაციის მონიტორინგის სისტემა’’, კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი” მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეები. კონკურსი სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით ხორციელდება და მისი მიზანია მოზარდები მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროთი ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესდნენ.