ბერლინში 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა. ბოლო შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის დელეგაციასა და ევროპელ ლიდერებთან გამართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მხარეებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბერლინში მიმდინარე მოლაპარაკებები არ იყო მარტივი, თუმცა იყო პროდუქტიული. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით კი, უკრაინაში ომის დასრულება იმაზე ახლოს არის ვიდრე როდესმე ყოფილა. რაც შეეხება ევროპელ პოლიტიკოსებს მათ საერთო განცხადება გაავრცელეს და განმარტეს კიდევ ერთხელ, რომ მსოფლიო ლიდერები მხარს უჭერენ „საერთაშორისო სამხედრო ძალებს“ მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.