ლოს ანჯელესის პოლიციამ ამერიკელი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლობაში ბრალდებული მათი ვაჟი – ნიკი დააკავა და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა - Palitra News

ლოს ანჯელესის პოლიციამ ამერიკელი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლობაში ბრალდებული მათი ვაჟი – ნიკი დააკავა და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

2025-12-16 09:32:38+04:00

ლოს ანჯელესის პოლიციამ ამერიკელი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლობაში ბრალდებული მათი ვაჟი – ნიკი დააკავა და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მედიის ცნობით, 32 წლის ნიკი რაინერი კვირას დააკავეს და ბრალი ოფიციალურად ორშაბათს წაუყენეს. რობ რაინერი და მისი მეუღლე მიშელი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. როგორც მედია წერს, წყვილის ვაჟი ნიკი დიდი ხნის განმავლობაში ნარკოდამოკიდებული იყო. რობ რაინერი ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი იყო.