რატომ აუქმებს „ქართული ოცნება“ ანტიკორუფციულ ბიუროს - Palitra News

რატომ აუქმებს „ქართული ოცნება“ ანტიკორუფციულ ბიუროს

2025-12-16 12:35:25+04:00

რატომ აუქმებს „ქართული ოცნება“ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც 2023 წელს ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციით შეიქმნა? - სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო გარედან თავსმოხვეული ორგანო იყო, რომლის შექმნიტაც სახელმწიფომ კონსტიტუციური ჩარჩოდან გადაუხვია. ანტიკორუფციული ფუნქციები ცვლილებების შედეგად სხვადასხვა უწყება გადაინაწილებს, მათ შორის აუდიტის სამსახური, სუსი და პროკურატურა. ოპოზიციაში ,მიიჩნევენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება არა რეფორმის გატარებას, არამედ კორუფციის კუთხით მეტი ბუნდოვანების შექმნას ემსახურება. ცოტნე შაორშაძე გვიერთდება თემის დეტალებით.