"საქართველოში დემოკრატიის კრიზისის გაღრმავება" - თემაზე ევროპარლამენტში 17 დეკემბერს დებატები გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ევროპარლამენტარების, კომისიისა და საბჭოს განცხადებებსაც მოვისმენთ. თუმცა მანამდე საკმაროდ კრიტიკული განცხადებები გაჟღერდა გაფართოების საკითხებში ევროკომისრისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილის მხრიდან. მარტა კოსმა გაანცხადა, რომ საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის, "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ინტერესების საპისირპიროდ მოქმედებს და ევროპის გზაზე წინსლისთვის მთავრობამ სხვაგვარად უნდა იმოქმედოს. რას უნდა ელოდოს საქართველო ევროპული საბჭოს გაფართოების ანგარიშიდან და როგორ შეიძლება წარიმართოს ევროკავშირისა და ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე? ევროპარლამენტში დებატების გამართვამდე ერთი დღით ადრე ქართველი პოლიტიკოსები საკუთარ შეხედულებებს აფიქსირებენ.