რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პოტენციურ შეთანხმებაზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად უკრაინული მხარე ხუთი დოკუმენტის მიღებას ელის, რომელიც მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. ბერლინში, შეხვედრის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპელმა ლიდერებმა. ისინი მიესალმებიან პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევისა და მნიშვნელოვან პროგრესს,რაც მიზნად ისახავს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას. ორ დღიანი დატვირთული შეხვედრების დასრულების შემდეგ ოფიციალური განცხადებები მსოფლიოს სხვა ლიდერებაც გააკეთეს. რა შედეგებით დასრულდა ბერლინში მიმდინარე მოლაპარაკებები, რას ამბობენ მსოლფიოს ლიდერები.