მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - Palitra News

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

2025-12-16 12:40:33+04:00

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მათ შორის არიან რუსეთის, ინდოეთის, ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, იორდანიის და ტაჯიკეთის მოქალაქეები. მიმდინარე წელს საქართველოდან სულ 1200 პირი გააძევეს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.