თეა ახვლედიანმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს გიორგი გამისოანიას, დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა - Palitra News

თეა ახვლედიანმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს გიორგი გამისოანიას, დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა

2025-12-16 12:41:24+04:00

თეა ახვლედიანმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს გიორგი გამისოანიას, დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. გიორგი გამისონიას სახელობითი სტიპენდია 600 ლარის ოდენობით ყოველთვიურად ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში გადაეცემა. ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე, ასევე სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებას.