უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, გაზრდილი დაფინანსება და დევნილებზე მორგებული სერვისები - ამ თემებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2025 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა და საზოგადოებას სამინისტროს 2026 წლის გეგმები წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პარტნიორი კლინიკებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.