საქართველოში ფულადი გზავნილები 11.8%-ით გაიზარდა - Palitra News

საქართველოში ფულადი გზავნილები 11.8%-ით გაიზარდა

2025-12-16 14:14:08+04:00

საქართველოში ფულადი გზავნილები 11.8%-ით გაიზარდა. როგორც ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა, მიმდინარე წლის ნოემბერში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჯამში დაახლოებით 298 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც თითქმის 12%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადმორიცხულ თანხასთან შედარებით. ყველაზე მეტი თანხა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა, თითქმის 58 მილიონი დოლარი, შემდეგ პოზიციებს კი იტალია, რუსეთი და გერმანია ინაწილებენ. რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის ნოემბერში უცხოეთში 36 მილონ 782 ათასი დოლარის ფულადი გადარიცხვები განხორციელდა. მაჩვენებელი აქაც გაზრდილია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხა დაახლოებით 3 მილიონი დოლარით ნაკლები იყო.