„გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ დოლარს მიაღწევს - Palitra News

„გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ დოლარს მიაღწევს

2025-12-16 14:15:04+04:00

„გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ დოლარს მიაღწევს. კვლევითი ორგანიზაციის კვირის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ამ წლის ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.7%-ით გაიზარდა და 305 მლნ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მლრდ დოლარს გაუტოლდა, რაც თითქმის 5%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. არსებული მაჩვენებლების საფუძველზე კი კვლევითი კომპანია იმედოვნენს, რომ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ დოლარს მიაღწევს, ხოლო მომავალ წელს 4.9 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.