საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა, დაახლოებით 215 ლარით და 2 271 ლარი და 60 თეთრი შეადგინა. ინფორმაციას, ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს და აქვე უნდა ვთქვათ, რომ მეთოდოლოგია, რომლითაც სტატისტკის სამსახური საქართველოში საშუალო ხელფასს ითვლის საკამათოა. რადგან იანგარიშება საშუალო არითმეტიკულით ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ სახელფასო ნიშნულს შორის და არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ საშუალო ჯამაგირს, რომელიც საშუალოზე ბევრად უფრო ნაკლებია. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის სფეროში დასაქმებულებს აქვთ – 4 213 ლარი; შემდეგი ხელფასის სიდიდით მშენებლობაა, სადაც საშუალო ხელფასი - 3 683 ლარი გამოდის; შემდეგ მოდის საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526 ლარით. გენდერულ ჭრილში აღმოჩნდა, რომ ამ წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 797 ლარი იყო, ხოლო კაცების თითქმის 1000 ლარით მეტი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.