საქსტატმა საარსებო მინიმუმის ახალი მაჩვენებელიც გამოაქვეყნა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 26 ლარით გაიზარდა, ხოლო ერთ თქვეში თითქმის 6 ლარით - Palitra News

საქსტატმა საარსებო მინიმუმის ახალი მაჩვენებელიც გამოაქვეყნა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 26 ლარით გაიზარდა, ხოლო ერთ თქვეში თითქმის 6 ლარით

2025-12-16 14:17:23+04:00

საქსტატმა საარსებო მინიმუმის ახალი მაჩვენებელიც გამოაქვეყნა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 26 ლარით გაიზარდა, ხოლო ერთ თქვეში თითქმის 6 ლარით. უფრო კონკრეტულად, საქსტატის ცნობით, 2025 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 288 ლარი და 40 თეთრი იყო, მაშინ როცა 2024 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 262 ლარსა 40 თეთრს შეადგენდა. რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ბოლო სტატისტიკით 255 ლარითა და 40 თეთრით განისაზღვრა, წინა წლის იგივე პერიოდში კი 232 ლარი და 40 თეთრი იყო. რა თქმა უნდა ვიცით, რომ საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, რაც სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას შეიცავს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ თანხით თვიდან თვემდე თავის გატანა უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან საკვებს რომ თავი დავანებოთ, კომუნალურ ხარჯებსაც ძლივს დაფარავს, თუნდაც ერთი ადამიანის შემთხვევაში.