საქართველოს ავტოპარკის ნახევარზე მეტი 20 წელზე მეტი ასაკისაა. „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ავტოპარკის 29% 11-დან 20 წლამდე ასაკის მანქანებზე მოდის, 11% - 7-დან 10 წლამდეა; 4%-ია მხოლოდ, რომელთა გამოშვების წელი 4-დან 6 წლამდე ფარგლებში მერყეობს, ხოლო 3 წლამდე ასაკის მანქანების წილი ბაზარზე მხოლოდ 3%-ს შეადგენს. 52% კი როგორც უკვე გითხარით 20 წელზე ხნოვანების ავტომობილს უჭირავს. კვლევაში დამაიმედებელი ის არის, რომ პირველად რეგისტრაციებში საშუალო ასაკის კლება და პრეპანდემიულ ნიშნულზე უფრო ქვემოთ ჩამოსვლა, ავტოპარკის განახლებაზე მიუთითებს. ასე მაგალითად, ამ წლის სამი კვარტლის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის მიხედვით 55% 6-დან 10 წლამდე ასაკის მანქანებზე მოდის, 0-დან 5 წლამდე ასაკის მანქანების წილი 28%-ია, ხოლო 11 წელზე მეტის კი 16%.