ამ დროისთვის არსებული სტატისტიკის მიხედვით, მართვის მოწმობა 35 445 მძღოლს აქვს შეჩერებული - Palitra News

ამ დროისთვის არსებული სტატისტიკის მიხედვით, მართვის მოწმობა 35 445 მძღოლს აქვს შეჩერებული

2025-12-16 15:06:46+04:00

არსებული სტატისტიკის მიხედვით, დღეის მდგომარეობით მართვის მოწმობა 35 445 მძღოლს აქვს შეჩერებული.

შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები პარლამენტში წარდგენილ პროექტს ახლავს თან.

უფრო კონკრეტულად, ალკოჰოლური თრობის საფუძვლით მართვის მოწმობა 18 310 პირს აქვს შეჩერებული; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის — 1 134; ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის — 3 504; ქულების ამოწურვისთვის — 781; სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით — 327; სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო — 11 389.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების საკითხებს ეხება.