მიხაილ კალუგინის განცხადებით, რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის - არის თუ არა ხელისუფლების სურვილი, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის - Palitra News

მიხაილ კალუგინის განცხადებით, რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის - არის თუ არა ხელისუფლების სურვილი, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის

2025-12-16 15:41:28+04:00

„მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა განაცხადა. რუსულ მედიასთან საუბარში, მან აღნიშნა, რომ რუსეთი „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის. კალუგინმა საქართველო საგარეო საქმეებში გამოვლენილი მიდგომის გამო შეაქო და ფაქტობრივად გაიმეორა ქართული ოცნების რიტორიკა, რომ ქვეყანამ უარი თქვა მეორე ფრონტი გახსნაზე. მაშინ როცა ევროპელი ლიდერების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას ევროპული კურსიდან გადახვევის გამო აკრიტიკებს, მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიიჯებს რუსი მაღალჩინოსნების პოზიტიურად აფასებენ. ამ დროს რას ამბობენ საქართველოში პოლიტიკური მხარეები ? შეფასებებს სალომე ჯაფარიძე გაეცნო. სალომე არის თუ არა ხელისუფლების სურვილი, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის - რას პასუხობენ კითხვას "ქართულ ოცნებაში"?