"საქართველოში დემოკრატიის კრიზისის გაღრმავება" - თემაზე ევროპარლამენტში 17 დეკემბერს დებატები გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ევროპარლამენტარების, კომისიისა და საბჭოს განცხადებებსაც მოვისმენთ. თუმცა მანამდე საკმაროდ კრიტიკული განცხადებები გაჟღერდა გაფართოების საკითხებში ევროკომისრისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილის მხრიდან. მარტა კოსმა გაანცხადა, რომ საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის, ქართული ოცნება ქართველი ხალხის ინტერესების საპისირპიროდ მოქმედებს და ევროპის გზაზე წინსლისთვის მთავრობამ სხვაგვარად უნდა იმოქმედოს. საპასუხოდ "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ ყველა უცხოელი, ვინც ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს, ქართველი ხალხის მეგობარი არ არის.