გიორგი შარაშიძე - „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - Palitra News

გიორგი შარაშიძე - „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

2025-12-16 15:50:54+04:00

ვინ გასცა ბრძანება 2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე დემონსტანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე? - პარტიაში „გახარია საქართველოსთვის" მიიჩნევენ, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმქნა დეპუტატებს ამ საკითხამდე მიიყვანს. გახარიას თანაპარტიელები საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომლის შესწავლის საგანიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების გამოძიება იქნება. გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ინიციატივას ეწინააღმდეგება, რადგან საქმის გარშემო სიმართლის დადგენა სახელისუფლებო გუნდს არ სურს. საპასუხოდ, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სუსის გამოძიებამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს გასული წლის საპროტესტო აქციაზე ე.წ კამიტის გამოყენების თაობაზე, შესაბამისად საკითხი ამოწურულია.