საია-მ პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. ინფორმაციას საია სოციალურ ქსელში ავრცელებს.მათივე განმარტებით, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში მიმდინარეობს. „დაუშვებელია პარტიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მხოლოდ ცალკეული პირების ინდივიდუალური გამონათქვამების თუ ქმედებების გამო. პარტია არ შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მისი იდეები საზოგადოების ნაწილისთვის არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელია.“- ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში. საკითხს ეხმაურებიან პოლიტიკურ სივრცეში.