უკრაინა მოლაპარაკებების შემდეგ ხუთ დოკუმენტს ელოდება. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებთან ახლოსაა. ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საუბარია სპეციალური ფონდის შექმნაზე, რომელიც უკარაინის აღდგენას მოხამრდება. მოლაპარაკებების დროს კი პირველად წამოჭრა ომის შედეგად სახლების დაკარგვის გამო იძულებით გადაადგილებული უკრაინელების დახმარების საკითხი. დოკუემნტის შემუშავების პროცესში ჩართულია როგორც ამერიკული ასევე ევროპული მხარეც. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მუშაობს ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც საბოლოოდ სისხლისღვრას დაასრულებს, მათ შორის ამზადებს სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.