კაია კალასი - ვიდრე საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება - Palitra News

კაია კალასი - ვიდრე საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება

2025-12-17 09:31:43+04:00

"საქართველოს ევროკავშირში მომავალი არ ექნება" - სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელიც ევროპარლამენტის დებატამდე ცოტა ხნით ადრე ბრიუსელიდან ისმის. ევროპარლამენტის პრეზიდენტი, კაია კალასი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანაში ირღვევა ყველა დემოკრატიული პრინციპი, ვინაიდან, საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციას ძალისმიერი მეთოდებით ახშობს და თავისუფალ მედიას ზღუდავს, ასევე, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, რაც ევროპულ სტანდატებს ეწინააღმდეგება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, აღნიშნული გზავნილები მიანიშნებს, რომ ხელისუფლების ქმედებები ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზიდან აშორებს - სწორედ ამიტომ, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამ სახის განცხადებების ფონზე ნათელია ხდება, რომ „ქართული ოცნება“ დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.