ევროპარლამენტში დაგეგმილ დღევანდელ დებატებზე განხილვის მთავარი საკითხები საქართველოს შეეხება - Palitra News

ევროპარლამენტში დაგეგმილ დღევანდელ დებატებზე განხილვის მთავარი საკითხები საქართველოს შეეხება

2025-12-17 09:32:46+04:00

ევროპარლამენტში დაგეგმილ დღევანდელ დებატებზე განხილვის მთავარი საკითხები საქართველოს შეეხება. როგორც ცნობილია, ევროპარლამენტარები ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე იმსჯელებენ - განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება, რასთან დაკავშირებითაც საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ. სწორედ ამიტომ, ოპოზიციაში კრიტიკული გზავნილების მოლოდინი აქვთ - ხელისუფლების ოპონენტთა განცხადებით, ასევე მაღალია იმის რისკიც, რომ ჩვენს ქვეყანას შეუჩერდეს ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ოპოზიციაში იმედს იტოვებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა მხოლოდ კონკრეტულ პირებს შეეხებათ და ეს არ გავრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებზე საქართველოს ხელისუფლების პირების დასანქცირების საკითხიც გადაწყდება.