გამკაცრებული კანონების მიუხედავად, მოქალაქეთა უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. პროტესტის 384-ე დღეს მომიტინგეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის წინ, შემდეგ კი მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლეს. როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება - როგორც თავად აღნიშნავენ, ხელისუფლების მიზანია დიქტატურის დამყარება, თუმცა აქვე ამბობენ, რომ საზოგადოება მათ ამის საშუალებას არ მისცემს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, „ქართულ ოცნებას“ უწყვეტი წინააღმდეგობა აშინებს, რაც მათ რეპრესიულ კანონებში გამოიხატება, შესაბამისად ყველა გზით ეცდებიან, რომ დისკომფორტი შეუქმნან და აჩვენონ, რომ ქვეყნის განვითარების ევროპულ გზას ირჩევენ.