“ქართული ოცნება“ აუქმებს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც 2023 წელს ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციით შეიქმნა - Palitra News

“ქართული ოცნება“ აუქმებს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც 2023 წელს ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციით შეიქმნა

2025-12-17 09:34:25+04:00

“ქართული ოცნება“ აუქმებს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც 2023 წელს ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციით შეიქმნა. მმართველი პარტიის დეპუტატები დღევანდელ სესიაზე კენჭისყრით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამ ცვლილებებით ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები სხვადასხვა უწყებას გადაუნაწილდება, მათ შორისაა აუდიტის სამსახური, სუს-ი და პროკურატურა. ამ თემაზე საუბრისას, ოპოზიციის ორივე მხარე მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება არა რეფორმის გატარებას, არამედ კორუფციის მიმართულებით მეტ ბუნდოვანებას ემსახურება. მათივე შეფასებით, ეს არის პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირისთვის, რომ “ქარული ოცნება” კორუფციასთან ბრძოლას არც კი განიხილავს. ამ თემაზე ექსპერტებიც საუბრობენ - მათი შეფასებით, ანტიკორუფციული ბიურო უნდა იყოს დამოუკიდებელი.