საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობა საქართველოში დასრულდა - Palitra News

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობა საქართველოში დასრულდა

2025-12-17 09:35:40+04:00

დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობა საქართველოში. მისიამ შეხვედრები ჩაატარა ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ნათია თურნავასთან.

მისიის შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2025 წელს ფონდი საქართველოს ეკონომიკის 7.3%-იან ზრდას ელოდება.

მისიამ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა. ამასთან მისია აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნოემბერში სარეკორდო 5.8 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია რაც სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის საზომის 100%-ს შეადგენს.

სავალუტო ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ ინფლაცია 2025 წელს აჩქარდა და ნოემბერში წინა წელთან შედარებით 4.8%-ს მიაღწია, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება.