კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი სახელწოდებით „ხელოვნური ინტელექტი და მისი გამოყენება მედიაში“. ღონისძიებას მონაცემთა ანალიტიკოსი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, ირაკლი გოგატიშვილი გაუძღვა. შეხვედრის ფარგლებში ტრენერმა ისაუბრა თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ მუშაობს ის, ამასთან, როგორ გამოიყენება AI სხვადასხვა დარგებსა და მედიასაშუალებებში. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ ყველაზე პოპულარულ და პრაქტიკულ AI ხელსაწყოებს, ასევე, Deep Fake-ისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის ხერხებს.