ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო გეგმის წინადადებები რუსეთს შესაძლოა რამდენიმე დღეში წარედგინოს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო გეგმის წინადადებები რუსეთს შესაძლოა რამდენიმე დღეში წარედგინოს

2025-12-17 09:37:23+04:00

ომის დასრულების თაობაზე წინადადებები რუსეთს რამდენიმე დღეში შეიძლება წარედგინოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის შემოჭრის დასრულებაზე ამერიკელ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებული წინადადებები რამდენიმე დღეში შეიძლება ფინალიზდეს, რის შემდეგაც ამერიკელები მათ კრემლს წარუდგენენ.

ზელენსკის თქმით, ორშაბათს, 15 დეკემბერს, ბერლინში ამერიკელებთან განხილული სამშვიდობო გეგმის პროექტი “იდეალური არ არის”, მაგრამ, მისივე შეფასებით, “ძალიან მუშაა”. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი საკითხი - კერძოდ კი, რა ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე - მოუგვარებელი რჩება.