დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკადა გამოაცხადა - Palitra News

დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკადა გამოაცხადა

2025-12-17 09:38:52+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკადა გამოაცხადა.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ხაზს უსვამ, რომ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს მთავრობა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს.

გასულ კვირას აშშ-მ სანქციები დაუწესა კიდევ ექვს ხომალდს, რომლებსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდათ. სანქციები ასევე დაუწესდათ პრეზიდენტ მადუროს და მის რამდენიმე ნათესავს. ერთი დღით ადრე აშშ-მ განაცხადა, რომ ვენესუელას სანაპიროსთან ტანკერი დააკავა. თეთრმა სახლის განმარტებით, ტანკერი, სახელწოდებით Skipper-ი, ნავთობის უკანონო გადაზიდვაში მონაწილეობდა და რომ მას ამერიკულ პორტში გადაიყვანდნენ.