საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები თავიდან დაიწყება. როგორც ირაკლი კობახიძე ამას აცხადებს, ქართული მხარე მზადაა, ტრამპის გუნდთან სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის დოკუმენტს ხელი ისევ მოაწეროს, თუმცა, ამჯერად „ქართული ოცნების“ კრიტიკის ობიექტი ე.წ დიფ სთეითის გარდა კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება - მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ ომში ნატო-მ საქართველო მარტო დატოვა. კიდევ რას აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“ და როგორ გამოეხმაურნენ ამ შეფასებებს სხვა პოლიტიკური მხარეები
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული მხარე მზადაა, ტრამპის გუნდთან სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის დოკუმენტს ხელი ისევ მოაწეროს - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში