ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე არსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს ააქტიურებს. სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები ამოწმებენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურსა და ფასანაურში მდებარე ობიექტებს, სადაც ზამთარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.
მიმდინარე წელს, სახელმწიფო კონტროლი 7000-მდე საზოგადოებრივი კვების ობიექტში ჩატარდა, გამოვლინდა 1600-მდე სამართალდარღვევა.