გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მშენებარე ნარჩენების განთავსების ობიექტის ოპერირების საკითხები რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე.
სამუშაო შეხვედრაზე განსახილველ მთავარ თემას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდგომ მისი ოპერირების მდგრადობა წარმოადგენდა.