17 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს - Palitra News

17 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

2025-12-17 12:38:38+04:00

17 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბარბარობის დღესასწაულს ულოცავს.

ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აგებულია ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა.