ალექსანდრე დარახველიძე - გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს - თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად - Palitra News

ალექსანდრე დარახველიძე - გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს - თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად

2025-12-17 15:37:39+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, „გუშინდელ საპროტესტო აქციაზე შსს-მ დემონსტრანტები გააფრთხილა და შეახსენა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და უნდა დაემორჩილონ ახალი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს“.

მისივე თქმით, როგორც წარიმართება შეკრება-მანიფესტაცია, იმის მიხედვით იმოქმედებს პოლიცია და თუ კანონის მოთხოვნები დაირღვევა, შსს-ც შესაბამისად მოიქცევა.