ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს. მედიის ცნობით, სიდნეის ბონდის სანაპიროზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს, 24 წლის ნავიდ აკრამს 59 ბრალდება წაუყენეს, მათ შორის მკვლელობის 15 და ერთი ტერორიზმის ბრალდება. ნავიდ აკრამი თავდასხმის დროს პოლიციელებმა მძიმედ დაჭრეს და კომიდან დღეს ღამით გამოვიდა, ხოლო მეორე ეჭვმიტანილი, ნავიდ აკრამის მამა, 50 წლის საჯიდ აკრამი პოლიციელებთან დაპირისპირების შედეგად ადგილზე დაიღუპა. 14 დეკემბერს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე ორმა შეიარაღებულმა პირმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიების დროს თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.