დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა - Palitra News

დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

2025-12-17 15:40:49+04:00

დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა აკრძალული აქვთ. გადაწყვეტილების თანახმად, სრული აკრძალვა ბურკინა-ფასოს, მალის, ნიგერის, სამხრეთ სუდანის, სირიის, ლაოსისა და სიერა ლეონეს მოქალაქეებზე გავრცელდება. ასევე, აკრძალვა შეეხება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელ პირებს. თეთრმა სახლმა სირიისთვის აკრძალვის დაწესების მიზეზად სირიის მოქალაქეების მიერ აშშ-ში ვიზით გათვალისწინებული ვადების გადაცილება დაასახელა. დონალდ ტრამპმა ივნისში აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სრული აკრძალვა ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებზე გავრცელდა.