ევროკავშირის საბჭო საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა - Palitra News

ევროკავშირის საბჭო საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა

2025-12-18 09:31:03+04:00

ევროკავშირის საბჭო საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. დასკვნებში მთავარ პრობლემებად სახელდება რეპრესიული კანონმდებლობა, პოლიტიზებული სასამართლო სისტემა, ოპოზიციის ლიდერების დევნა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა.ოპოზიციაში ამბობენ,რომ ევროკავშირის კრიტიკა ხელისუფლების ქმედებების პირდაპირი შედეგია. მათი თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკამ ქვეყანა ევროპულ გზას დააშორა და თუკი კურსი არ შეიცვლება, საქართველოს ევროპული მომავალი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება.