ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ძირითადი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და დემოკრატიული ვითარება იყო. ევროპარლამენტარებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, სასამართლო სისტემის მდგომარეობასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. უმაღლესი ტრიბუნიდან ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის ნოემბრის–დეკემბრის მოვლენებს ეხებოდა. დებატების დროს ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც შეეხნენ.ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ პროცესი დეკემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.ოპოზიცია შეფასებით, დებატები ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ ქვეყანა ევროპულ გზას მნიშვნელოვნად დააშორა.