საპარლამენტო არჩევნების დროს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება კენჭისყრა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ჩატარდება - რას აცხადებენ ოპოზიციაში - Palitra News

საპარლამენტო არჩევნების დროს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება კენჭისყრა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ჩატარდება - რას აცხადებენ ოპოზიციაში

2025-12-18 09:33:30+04:00

საპარლამენტო არჩევნების დროს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება კენჭისყრა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ჩატარდება. „საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები ეხება ფოტოგადაღების წესებს, კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების პროცედურებსა და კანდიდატების რეგისტრაციასაც.მიღებულ ცვლილებებს ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს. მათი შეფასებით, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვა დისკრიმინაციაა და მიზანმიმართულად ზღუდავს ამომრჩევლის უფლებებს. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება საარჩევნო წესებს საკუთარ ინტერესებზე მორგებულად ცვლის.