მომიტინგეებმა საკანონდებლო ორგანოს წინ არსებული პერიმეტრი კიდევ ერთხელ დაიკავეს და მათი მთავარი მოთხოვნები გაახმოვანეს - Palitra News

მომიტინგეებმა საკანონდებლო ორგანოს წინ არსებული პერიმეტრი კიდევ ერთხელ დაიკავეს და მათი მთავარი მოთხოვნები გაახმოვანეს

2025-12-18 09:34:47+04:00

შეკრება მანიფესტაციის გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება. მომიტინგეებმა საკანონდებლო ორგანოს წინ არსებული პერიმეტრი კიდევ ერთხელ დაიკავეს და მათი მთავარი მოთხოვნები გაახმოვანეს. აქციის დაწყებამდე პოლიციამ მომიტინგეებს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და მათ საფეხმავლო გზის გათავისუფლება მოსთხოვა. გაფრთხილების მიუხედავად აქციის მონაწილეებმა საფეხმავლო გზიდან პარლამენტის წინ არსებულ შემაღლებულ ადგილზე გადანაცვლებაზე უარი თქვეს, თუმცა ამის შემდეგ პოლიციას დამატებითი ზომები აღარ მიუღია. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. მომიტინგეები ფიქრობენ რომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი რეგულაციების მიუხედავად, ხალხი ქუჩაში გამოსვლასა და პროტესტის თავისუფლად გამოხატვაზე უარს მაინც არ იტყვის.