საპილოტე პროექტი - „სამხედრო საქმე“ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს - Palitra News

საპილოტე პროექტი - „სამხედრო საქმე“ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

2025-12-18 09:35:47+04:00

საპილოტე პროექტი - „სამხედრო საქმე“ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობის ამაღლების, პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში სამხედრო საქმის შესწავლის მიზნით, საგანი ქვეყნის მასშტაბით 137 საჯარო სკოლაში ისწავლება. მე-9 კლასის მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცრები ასწავლიან, რომლებმაც აღნიშნული პროექტისთვის შესაბამისი პედაგოგიური გადამზადება გაიარეს. თადარიგის ოფიცერი პედაგოგი ამჯერად თბილისის, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც საგანი „სამხედრო საქმე“ კვირაში ერთხელ ტარდება. „სამხედრო საქმე“ მოსწავლეებს კომპლექსურ ცოდნას აძლევს საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლების და სამხედრო სამსახურის, იარაღთან და საბრძოლო მასალასთან მოპყრობის წესების შესახებ.