აშშ-სა და რუსეთის ოფიციალური პირები მაიამიში შეხვედრას ამ შაბათ-კვირას გამართავენ - Palitra News

აშშ-სა და რუსეთის ოფიციალური პირები მაიამიში შეხვედრას ამ შაბათ-კვირას გამართავენ

2025-12-18 09:36:30+04:00

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და რუსეთის ოფიციალური პირები მაიამიში შეხვედრას ამ შაბათ-კვირას გამართავენ. მედია იუწყება, რომ აშშ-მა გააძლიერა ზეწოლა უკრაინაზე, რათა ომის დასრულების მიზნით დათმობებზე წავიდეს. უცხოური მედიის წყაროების განცხადებით, გეგმები კვლავ ცვალებადია, მაგრამ თუ ამ შაბათ-კვირას განხორციელდება, ადმინისტრაცია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგებს რუს ოფიციალურ პირებს წარუდგენს. საკითხის შესახებ ინფორმირებულმა ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციაში, სავარაუდოდ, რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი იქნება. ამერიკულ მხარეს კი, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.