აშშ-მა რუსეთის უმსხვილეს ბანკებზე დაწესებული სანქციები დროებით შეაჩერა. შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთის უმსხვილეს ბანკებთან, მათ შორის, „გაზპრომბანკთან“, „სბერ ბანკთან“ და „ვითიბი“ ბანკთან ტრანზაქციები ნებადართულია, თუ ისინი ატომური ენერგიის სამოქალაქო პროექტების შენარჩუნებას ემსახურება. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტშია ნათქვამი, გამონაკლისი 2026 წლის 18 ივნისამდე მოქმედებს და მოიცავს მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც 2024 წლის 21 ნოემბრამდე დაიწყო.