რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასირებული შეტევა მიიტანეს - Palitra News

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასირებული შეტევა მიიტანეს

2025-12-18 09:38:24+04:00

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასირებული შეტევა მიიტანეს. მოქალაქეების გამაფრთხილებელი საჰაერო განგაში ღამით გამოცხადდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველადი შედეგების გამოქვეყნება შუაღამის შემდეგ დაიწყო. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოდესის რაიონში შვიდი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია 9-სართულიანი სახლი და სასწავლო დაწესებულება. დრონებით შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა ქალაქ კრივოი-როგში. ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი დაშავდა ქალაქ სუმის კოვ პაკოვსკის რაიონში, სადაც დაზიანებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები. ღამით აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ზოგიერთ რაიონშივ, მათ შორის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დონის როსტოვში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქებზე, უკრაინული დრონებით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა.