დონალდ ტრამპი - 11 თვის წინ მემკვიდრეობით არეულობა მივიღე, ახლა ამას ვასწორებ - მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე - Palitra News

დონალდ ტრამპი - 11 თვის წინ მემკვიდრეობით არეულობა მივიღე, ახლა ამას ვასწორებ - მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

2025-12-18 10:19:44+04:00

თერთმეტი თვის წინ მემკვიდრეობით არეულობა მივიღე, ახლა ამას ვასწორებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელი ხალხისთვის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს მართავდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ თავისიანებისთვის, არალეგალი მიგრანტებისთვის, კრიმინალებისთვის, ლობისტებისთვის, პატიმრებისთვის, ტერორისტებისთვის და პირველ რიგში, იმ უცხო ქვეყნებისთვის იბრძოდნენ, რომლებიც თავიანთ სასარგებლოდ ჩვენ გვიყენებდნენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში უარესიდან საუკეთესო დროში გადავედით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის და ვენესუელასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესახებ არ უსაუბრია.

„მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე. 10 თვეში 8 ომი დავასრულე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.