ევროპარლამენტარებმა დებატებზე შეშფოთება გამოხატეს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო - რას აცხადებენ მმართველ გუნდში - Palitra News

ევროპარლამენტარებმა დებატებზე შეშფოთება გამოხატეს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო - რას აცხადებენ მმართველ გუნდში

2025-12-18 12:35:53+04:00

„საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს“ - ამის შესახებ ევროპარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან განაცხადეს. ევროპარლამენტარებმა გუშინდელ დებატებზე შეშფოთება გამოხატეს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო. განხილვის საგანი იყო საქართველოს შესახებ ბიბისის მიერ მომზადებული საგამოძებო მასალაც. გაჟღერდა ინიციაივა დამოუკიდებელი საერთაშოპრისო გამოძიების მოწვევის შესახებ, რათა დადგინდეს გამოიყენა თუ არა ხელიუსუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი. ევროპელი ლიდერების ნაწილს აქვთ ეჭვი, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ქართული ოცნების მხარდამჭერი განცხადებაც გაჟღერდა. ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ განაცხადა, რომ ქართული ოცნება ცდილობს კონსტიტუციური წესრიგი დაიცვან და წინააღმდეგობა გაუწიონ დესტაბილიზაციის მცდელობებს. როგორო ეხმაურებიან გზავნილებს საქართველოში?